fbpx
საბერძნეთი

ივნისში საბერძნეთიდან 1,000-მდე უცხოელი საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა

გამოქვეყნდა ოფიციალური მონაცემები, რომლებიც ცხადყოფს, თუ რამდენმა უცხოელმა დატოვა ივნისის თვეში საბერძნეთი და რა გზით. ჩამონათვალში არიან ქართველებიც.

კერძოდ, საუბარია მოხალისეობრივ პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია საკუთარ ქვეყანაში მიმავალ მიგრანტებს თანხას უხდის, ასევე დეპორტაციასა და ნებაყოფლობით დაბრუნებაზე, რომელშიც საბერძნეთის პოლიცია მონაწილეობს.

მონაცემების მიხედვით, თავის ქვეყანაში დაბრუნებული პირებიდან ყველაზე დიდი წილი ალბანელებზე მოდის.

ივნისის თვეში ალბანეთში 463 ალბანელი წავიდა, ერაყში 154, პაკისტანში 115, საქართველოში 62 ქართველი დაბრუნდა, ალჟირში 21, ირანში 16, ხოლო თურქეთში 39.

აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან საკუთარ ქვეყანაში მთლიანობაში 7, 113 მესამე ქვეყნის მოქალაქე დაბრუნდა.

onalem

ტესტ