fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ივნისიდან ათენიდან თესალონიკში ჩასვლა 3 საათსა და 20 წუთში შეგეძლებათ

საბერძნეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ხრისტოს სპირძისის განცხადებით, 6 ივნისიდან ათენიდან თესალონიკში ჩასვლა უკვე 3 საათსა და 20 წუთში იქნება შესაძლებელი.

მინისტრმა ინფორმაცია პირადი გამოცდილების საფუძველზე გაავრცელა, რადგან უკვე იმგზავრა მატარებლით და ხაზი გაუსვა, რომ სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ათენიდან თესალონიკში ჩასასვლელად საჭირო დრო მაქსიმალურად შეემცირებინათ.

მინისტრმა პირველი სატესტო მარშრუტით იმგზავრა.

“ეს არის პროექტი, რომელიც შეცვლის ტრანსპორტს და ქვეყნის სატრანსპორტო რუკას. მატარებელი აღჭურვილი იქნება თანამედროვე, მაღალი სტანდარტების შესაბამისი უსაფრთხოების სისტემით,” ამბობს ხრისტოს სპირძისი.

onalem

ტესტ