fbpx
საზოგადოება

ივლისში საბერძნეთის რკინიგზა გაფიცვას გეგმავს!

გაფიცვა ეხება სატრანსპორტო კომპანიიის ყველა თანამშრომელს, რაც აისახება ტრანსპორტის მოძრაობაზე მთელი საბერძნეთის მასშტაბით, მათ შორის ათენის გარეუბნებშიც.

პროგრამა შემდეგნაირია:

– ოთხშაბათს, 11 ივლისს, რკინიგზა არ იმუშავებს : 5:00-8:00, 13:00-16:00 და 21:00-00:00.

-პარასკევს, 13 ივლისს: 5:00-8:00, 13:00-16:00 და 21:00-00:00.

-ორშაბათს, 16 ივლისს: 5:00-8:00, 13:00-16:00 და 21:00-00:00.

-ოთხშაბათს, 18 ივლისს: 5:00-8:00, 13:00-16:00 და 21:00-00:00
– პარასკევს, 20 ივლისს: 24 საათიანი გაფიცვა.

ზემოთ აღნიშნულ დღეებსა და საათებში არ იმუშავებს მეტროს მე-3 ხაზი, დუკისის პლაკენტიას-აეროპორტი.

გაფიცვის მიზეზი არის ის, რომ ხდება სარკინიგზო ხაზის საერთო პრივატიზაცია და დემონტაჟი, ამავდროულად არ არსებობს კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებები.

onalem

ტესტ