fbpx
მსოფლიო

იუშჩენკოს ძმამ განაცხადა, რომ ძველ საბერძნეთში უკრაინულად საუბრობდნენ

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს ძმა, რომელიც საკუთარ თავს ისტორიკოსს უწოდებს, აცხადებს, რომ უძველეს დროში ბერძენი ფილოსოფოსები უკრაინულად საუბრობდნენ.

ტელეკომპანია “Rada”-სთან ინტერვიუში მან თქვა, რომ არსებობდა გარკვეული ცივილიზაცია, რომელიც 70 ერს აერთიანებდა. რა თქმა უნდა მათში შედიოდა უკრაინაც, რომელიც ფაქტობრივად ამ ცივილიზაციების საზღვარი და ერთ-ერთი გარეუბანი იყო.

ის ასევე ამტკიცებს, რომ ძველი  ბერძენი ფილოსოფოსები უკრაინულად საუბრობდნენ და დიოგენეს რჩევა იყო, რომ უკრაინული სახელმწიფო ენაც კი გამხდარიყო.

აპრილში ვიქტორ იუშჩენკომ თქვა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის 24 ჯერ მოხდა დაპირისპირება. ამის პარალელურად კი მისი ვერსიით, კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი და მწერალი ფიოდორ დოსტოევსკი უკრაინის ეროვნულ კულტურას წარმოადგენდნენ.

onalem

ტესტ