fbpx
მსოფლიო

იტალიის მოქალაქეობის მიღება ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მარტივია

იტალიის მთავრობამ 2016 წელს 200,000-ზე მეტ უცხოელს მისცა მოქალაქეობა, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროკავშირის ქვეყნებს შორის.

Eurostat-ის კვლევების მიხედვით, ამ წელს იტალიის საშუალებით ევროპის მოქალაქე გახდა 201, 600 ადამიანი.

რაც შეეხება 2015 წელს, მთავრობამ 23, 600 განაცხადი მიიღო. ძირითადად, მოქალაქეობის მოთხოვნით ხელისუფლებას მიმართავდნენ ალბანელები ( 18,3%), მაროკოელები (17,5%), რუმინელები (6,4%).

გარდა იმისა, რომ ევროპის კავშირის ქვეყნების მოქალაქეებს, ცხადია, იტალიაში ცხოვრება და მუშაობა შეუძლიათ, იტალია ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს სთავაზობს მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს და იმისათვის, რომ შეძლონ თავისუფლად გადაადგილება და მუშაობა. ამისთვის კი, ცხადია, აუცილებელი არ არის, იყოთ იტალიის მოქალაქე.

იტალიელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რამდენად კარგად საუბრობთ მათ ენაზე, რადგან უმეტესობა თვლის, რომ იყოთ იტალიალი განსაზღვრავს ენა და არა ის, თუ სად დაიბადეთ.

მათ, ვისაც სურს იტალიის სრულუფლებიანი მოქალაქე იყოს, ცხადია, უნდა ჰყავდეს იტალიელი მშობელი ან ბებია-ბაბუა, დაქორწინდეს იტალიელზე ან ცხოვრობდეს ლეგალურად ქვეყანაში მინიმუმ 10 წელი.

 

onalem

ტესტ