ისწავლე ინგლისური ენა | გაკვეთილი 8 – მომავალი დრო – Georgians.gr

ისწავლე ინგლისური ენა | გაკვეთილი 8 – მომავალი დრო

მომავალი განუსაზღვრელი დრო გამოხატავს მოქმედებას, რომელიც მოხდება მომავალში. ინგლისურ ენაში მომავალ დროს ვაწარმოებთ Will – ვილ დამხმარე ზმნით. ეს კი ნიშნავს, რომ ძირითად ზმნას წინ უსწრებს will დამხმარე ზმნა.

განვიხილოთ რამდენიმე ზმნა, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მომავალი დრო ქვემოთ ჩამოთვლილი ზმნების მსგავსად ყველა სხვა ზმნის შემთხვევაშიც იგივენაირად იწარმოება. ანუ ყველა მათგანს წინ უსწრებს will – ვილ.
ზმნები: კეთება, თამაში, სმა (დალევა), ცხოვრება, ხედვა (დანახვა).

კეთება – Make – მეიქ. მომავალი დრო – will Make (ვილ მეიქ)

მე გავაკეთებ –  I will make – აი ვილ მეიქ

შენ გააკეთებ – You will make – იუ ვილ მეიქ

ის(მდედრ.მამრ.საშუალო სქესი) გააკეთებს – She/ He/ It will make – ში/ ჰი/ ით ვილ მეიქ

ჩვენ გავაკეთებთ – We will make – ვი ვილ მეიქ

თქვენ გააკეთებთ – You will make – იუ ვილ მეიქ

ისინი გააკეთებენ – They will make – დეი ვილ მეიქ

____________

თამაში – Play – ფლეი. მომავალი დრო – will play (ვილ ფლეი)

მე ვითამაშებ – I will play – აი ვილ ფლეი

შენ ითამაშებ – You will play – იუ ვილ ფლეი

ის (მდედრ.მამრ.საშუალო სქესი) ითამაშებს – She/ He/ It will play – ში/ ჰი/ ით ვილ ფლეი

ჩვენ ვითამაშებთ – We will play – ვი ვილ ფლეი

თქვენ ითამაშებთ – You will play – იუ ვილ ფლეი

ისინი ითამაშებენ – They will play – დეი ვილ ფლეი

___________

სმა – Drink – დრინქ.  მომავალი დრო – will drink ( ვილ დრინქ)

მე დავლევ – I will drink – აი ვილ დრინქ

შენ დალევ – You will drink – იუ ვილ დრინქ

ის (მდედრ.მამრ.საშუალო სქესი) დალევს – She/ He/ It will drink – ში/ ჰი/ ით ვილ დრინქ

ჩვენ დავლევთ – We will drink – ვი ვილ დრინქ 

თქვენ დალევთ – You will drink – იუ ვილ დრინქ 

ისინი დალევენ – They wll drink – დეი ვილ დრინქ

__________

ცხოვრება – Live – ლივ. მომავალი დრო – will live (ვილ ლივ)

მე ვიცხოვრებ – I will live – აი ვილ ლივ

შენ იცხოვრებ – You will live – იუ ვილ ლივ

ის (მდედრ.მამრ. საშუალო სქესი) იცხოვრებს – She/ He/ It will live – ში/ ჰი/ ით ვილ ლივ

ჩვენ ვიცხოვრებთ – We will live – ვი ვილ ლივ

თქვენ იცხოვრებთ – You will live – იუ ვილ ლივ

ისინი იცხოვრებენ – They will live – დეი ვილ ლივ

_________

ხედვა (დანახვა) – See – სიი. მომავალი დრო – will see (ვილ სიი)

მე დავინახავ – I will see – აი ვილ სიი

შენ დაინახავ – You will see –  იუ ვილ სიი

ის (მდედრ.მამრ.საშუალო სქესი) დაინახავს – She/ He/ It will see – ში/ ჰი/ ით ვილ სიი

ჩვენ დავინახავთ – We will see – ვი ვილ სიი

თქვენ დაინახავთ – You will see – იუ ვილ სიი

ისინი დაინახავენ – They will see – დეი ვილ სიი

_______

ინგლისური ენის 1-7 გაკვეთილი იხილეთ აქ:

http://georgians.gr/iswavle-inglisuri-ena-gakvetili-7-wars/

http://georgians.gr/iswavle-inglisuri-ena-gakvetili-6-sityv/

http://georgians.gr/iswavle-inglisuri-ena-gakvetili-5-sityvata/

http://georgians.gr/iswavle-inglisuri-ena-gakvetili-4-zmnebi/

http://georgians.gr/iswavle-inglisuri-ena-gakvetili-3-arse/

melano

ტესტ