fbpx
განათლება

ისწავლე ინგლისური ენა | გაკვეთილი 4 – ზმნები აწმყო დროში

აწმყო დრო გამოიყენება, როდესაც ვლაპარაკობთ მოქმედებაზე, რომლებიც რეგულარულად ხდება ან დიდ ხანს ვხედავთ.

ასევე, როცა ვსაუბრობთ გრძნობებსა და ფიქრებზე. მაგალითად: ვფიქრობ, კარგი გოგონა ხარ.

აწმყო განუსაზღვრელი დროის საწარმოებლად ვიყენებთ ზმნის საწყის ფორმას ანუ ინფინიტივს. ზმნას მხოლობითი რიცხვის მესამე პირში ემატება სუფიქსი “s”.

განვიხილოთ აწმყო განუსაზღვრელი დრო შემდეგი 5 ზმნისთვის: სურვილი (მინდა), წასვლა, მუშაობა, კეთება, ჭამა.

სურვილი – Want – ვონთ

მე მინდა – I Want – აი ვონთ

შენ გინდა – You Want – იუ ვონთ

მას (მდედრ. მამრ. საშ. სქესი) უნდა – She/ He/ It Wants – ში/ ჰი/ ით ვონთს

ჩვენ გვინდა – We Want – ვი ვონთ

თქვენ გინდათ – You want – იუ ვონთ

მათ უნდათ – They Want – დეი (რბილი დ) ვონთ

წასვლა – To Go – გოუ

მე მივდივარ – I Go – აი გოუ

შენ მიდიხარ – You Go – იუ გოუ

ის (მდედრ.მამრ.საშუალო სქესი) მიდის – She/ He/ It Goes –  ში/ ჰი/ ით გოუზ

ჩვენ მივდივართ – We Go – ვი გოუ

თქვენ მიდიხართ – You Go – იუ გოუ

ისინი მიდიან – They Go – დეი (რბილი დ) გოუ

მუშაობა – To Work – ვორქ

მე ვმუშაობ – I Work – აი ვორქ

შენ მუშაობ – You Work – იუ ვორქ

ის (მდედრ. მამრ. საშუალო სქესი)  მუშაობს – She/ He/ It Works – ში/ ჰი/ ით ვორქს

ჩვენ ვმუშაობთ – We Work – ვი ვორქ

თქვენ მუშაობთ – You Work – იუ ვორქ

ისინი მუშაობენ – They Work – დეი (რბილი დ) ვორქ

კეთება – To Make – მეიქ

მე ვაკეთებ – I Make – აი მეიქ

შენ აკეთებ – You Make – იუ მეიქ

ის (მდედრ.მამრ.საშუალო სქესი) აკეთებს – She/ He/ It Makes – შე/ ჰი/ ით მეიქს

ჩვენ ვაკეთებთ – We Make – ვი მეიქ

თქვენ აკეთებთ – You Make – იუ მეიქ

ისინი აკეთებენ – They Make – დეი (რბილი დ) მეიქ

ჭამა –  To Eat – ით (*ამ შემთხვევაში ea იკითხება როგორც ი)

მე ვჭამ – I Eat – აი ით

შენ ჭამ – You Eat – იუ ით

ის (მდედრ.მამრ.საშუალო სქესი) ჭამს – She/He/ It Eats – ში/ ჰი/ ით ითს

ჩვენ ვჭამთ – We Eat – ვი ით

თქვენ ჭამთ – You Eat – იუ ით

ისინი ჭამენ – They Eat – დეი (რბილი დ) ით

ინგლისური ენის პირველი გაკვეთილი:
https://georgians.gr/inswavle-inglisuri-ena-gakvetili-1-p/

ინგლისური ენის მეორე გაკვეთილი:
https://georgians.gr/iswavle-inglisuri-ena-gakvetili-2-yoveldgiur/

ინგლისური ენის მესამე გაკვეთილი:
https://georgians.gr/iswavle-inglisuri-ena-gakvetili-3-arse/

onalem

ტესტ