ისწავლე ინგლისური ენა | გაკვეთილი 3 – არსებითი სახელის რიცხვი
ინგლისურ ენაში ორი რიცხვია: მხოლობითი და მრავლობითი. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ერთ საგანზე, არსებითი სახელი არის მხოლობით რიცხვში. მაგალითად, a book – ბუქ – წიგნი. ხოლო როცა ვსაუბრობთ ერთზე მეტ საგანზე არსებითი სახელი არის მრავლობით რიცხვში. books – ბუქს – წიგნები. არსებითი სახელის მრავლობით რიცხვს აწარმოებს- s, -es (ეს, იეს) სუფიქსები.
თუ არსებითი სახელი მხოლობით რიცხვში ბოლოვდება s (ეს), ss (ესეს), sh (შ), ch (ჩ) , x (ექს), z (ზი) -ზე მრავლობით რიცხვში დაირთავს es (იეს) სუფიქსი.
A box – ყუთი – ე ბოქს
boxes – ყუთები – ბოქსის
A church – ეკლესია – ე ჩერჩ
churches – ეკლესიები – ჩერჩის
A brush – სავარცხელი – ე ბრაშ
brushes – სავარცხლები -ბრაშის
ახლა კი გთავაზობთ რიცხვებს 1-დან 10-ის ჩათვლით.
One – ერთი – ვან
Two – ორი – თუ
Three – სამი – თრი (რბილი თ)
Four – ოთხი – ფ(F)ორ
Five – ხუთი – ფ(F)აივ
Six – ექვსი – სიქს
Seven – შვიდი – სევენ
Eight – რვა – ეით
Nine – ცხრა – ნაინ
Ten -ათი – თენ
წინა გაკვეთილები:
-
ისწავლე ინგლისური ენა – გაკვეთილი 1 | პირის ნაცვალსახელები / კითხვები
-
ისწავლე ინგლისური ენა – გაკვეთილი 2 | ყოველდღიური საუბარი/ზმნა ყოფნა