ისწავლე ბერძნული ენა – გაკვეთილი 1 | ზმნები აწმყოში

დღეს შევისწავლით აწმყოს დროის სწორად გამოყენებას მომდევნო ზმნებისთვის:

  1. თელო (რბილი თ) – მინდა
  2. ბორო – შემიძლია
  3. კანო – ვაკეთებ
  4. დულევო (რბილი დ) – ვმუშაობ
  5. პიგენო (რბილი გ) – მივდივარ

სანამ ზმნებს გადავხედავთ, დავიმახსოვროთ პირის ნაცვალსახელები:

  1. ეღო (რბილი ღ) – მე
  2. ესი – შენ
  3. ავტოს, ავტი, ავტო (ის მამრობითი, ის მდედრობითი, ის საშუალო სქესი) – ის
  4. ემის – ჩვენ
  5. ესის – თქვენ
  6. ავტი, ავტეს, ავტა (ისინი მამრობითი, ისინი მდედრობითები, ისინი საშუალო სქესი)

“თელო” – Θέλω

  • ეღო (რბილი ღ) თელო – მე მინდა
  • ესი თელის (რბილი თ) – შენ გინდა
  • ავტოს (მამრობითს), ავტი (მდედრობითი), ავტო (საშუალო სქესი) თელი – მას (მამრობითი, მდედრობითი ან საშუალო სქესი) უნდა
  • ემის თელუმე – ჩვენ გვინდა
  • ესის თელეტე – თქვენ გინდათ
  • ავტი (მამრობითი), ავტეს (მდედრობითი), ავტა (საშუალო სქესი) თელუნ – მათ (მამრობითი, მდედრობითი ან საშუალო სქესი) უნდათ

“ბორო” – Μπορώ

  • ეღო ბორო – მე შემიძლია
  • ესი ბორის – შენ შეგიძლია
  • ავტოს, ავტი, ავტო ბორი – მას (მამრობითი, მდედრობითი ან საშუალო სქესი) ბორი
  • ემის ბორუმე – ჩვენ შეგვიძლია
  • ესის ბორიტე – თქვენ შეგიძლიათ
  • ავტი, ავტეს, ავტა ბორუნ – მათ (მამრობითი, მდედრობითი ან საშუალო სქესი) შეუძლიათ

“კანო” – Κάνω

  • ეღო კანო – მე ვაკეთებ
  • ესი კანის – შენ აკეთებ
  • ავტოს, ავტი, ავტო კანი – ის (მამრობითი, მდედრობითი ან საშუალო სქესი) აკეთებს
  • ემის კანუმე – ჩვენ ვაკეთებთ
  • ესის კანეტე – თქვენ აკეთებთ
  • ავტი, ავტეს, ავტა კანუნ – ისინი (მამრობითი, მდედრობითი ან საშუალო სქესი) აკეთებენ

“დულევო” – Δουλεύω

  • ეღო დულევო – მე ვმუშაობ
  • ესი დულევის – შენ მუშაობ
  • ავტოს, ავტი, ავტო დულევი – ის (მამრობითი, მდედრობითი ან საშუალო სქესი) მუშაობს
  • ემის დულევუმე – ჩვენ ვმუშაობთ
  • ესის დულევეტე – თქვენ მუშაობთ
  • ავტი, ავტეს, ავტა დულევუნ – ისინი (მამრობითი, მდედრობითი ან საშუალო სქესი) მუშაობენ

“პიგენო” – Πηγαίνω

  • ეღო პიგენო (ან პაო) – მე მივდივარ
  • ესი პიგენის (ან პას) – შენ პიდიხარ
  • ავტოს, ავტი, ავტო პიგენი (ან პაი) – ის (მამრობითი, მდედრობითი ან საშუალო სქესი) მიდის
  • ემის პიგენუმე (ან პამე) – ჩვენ მივდივართ
  • ესის პიგენეტე (ან პატე) – თქვენ მიდიხართ
  • ავტი, ავტეს, ავტა პიგენუნ (ან პანე) – ისინი (მამრობითი, მდედრობითი ან საშუალო სქესი) მიდიან

სხვა გაკვეთილები:

შეისწავლე ბერძნული ენა ათენში შეისწავლე ბერძნული ენა ათენში
ბერძნული ენის გაკვეთილები ოქტომბრის 16-ში იწყება! კვირაში ორჯერ, საღამოს საათებში (3 სთ+3სთ). თვიური გადასახადი 100 ევრო. cityu.gr ბერძნული ენის განყოფილების უფროსი: ელენი ფილიპი ტელ: 698 6425424