fbpx
საბერძნეთი

”ისლამური პოლიცია” ახლა უკვე ათენის ქუჩებშიც?

თუ ათენის ისტორიულ ცენტრში, კიფსელისა და ათენის სხვა ცნობილ უბნებში ერთხელ მაინც მოხვედრილხართ, ადვილად შეამჩნევდით განსხვავებული რჯულისა და მრწამსის მასას, სხვადასხვა ქვეყნიდან, ზოგი ლეგალურად ჩამოსული, ზოგიც არალეგალი. ერთმანეთში შერეულნი, ისინი თითქოს და მრავალფეროვანი, თუმცა, ამავე დროს კომპლექსური მოზაიკის ნაწილები არიან. მათი რიცხვი დღითი დღე იზრდება, რაც ქუჩებში უკვე არსებულ დაძაბულ ვითარებას უფრო ამძაფრებს.

ზოგმა უკვე ფესვები გაიდგა ათენში, საკუთარი წარმატებული ბიზნესიც კი ააწყო. ხოლო ზოგს კი ბედმა არ გაუღიმა. უგზო-უკვლოდ დარჩენილნი ბედის ანაბარა ქუჩებში უსაქმურად დაეხეტებიან. სწორედ ამ დროს, ათენის ცენტრში უჩვეულო მოვლენამ იჩინა თავი. არაბულად mutaween (მუტავინ) ჰქვია და მოხალისედ ითარგმნება, თუმცა, დღესდღეობით ამ სიტყვამ სხვა მნიშვნელობაც შეიძინა და საზოგადოებაში ”ისლამური პოლიციის“ სახელწოდებით არის ცნობილი. ე. წ ”ისლამური პოლიცია“ საყოველთაოდ ცნობილია მუსლიმურ ქვეყნებში. შარიას კანონის (მუსლიმური სამართალი) თანახმად, მათ წესრიგის დამყარება ევალებათ. მათი მოქმედება არანაირ დაწესებულ ოფიციალურ კანონს არ ექვემდებარება, ისინი სრულიად დამოუკიდებლად მოქმედებენ. ბოლო წლებში საბერძნეთშიც მომრავლდნენ ”მუსლიმური სამართლის“ დამცველები. დღესდღეობით ისინი იატაკქვეშ მოქმედებენ, ათენის გეტოში გადაკარგულნი.

ეს არის 30-50 წლამდე მამაკაცების ჯგუფი, რომლებიც ათენის ცენტრში მოქმედებენ, ისეთ ადგილებში, როგორიცაა თეატრის მოედანი (πλατεια Θεατρου) , სოკრატესა და ევრიპიდეს ქუჩების გადაკვეთა (οδός Σωκράτους και Ευριπίδου), და სხვა ადგილებშიც, რომლებიც უკვე საზოგადოებისთვის მიუწვდომელი გახდა. მათ მისიას წარმოადგენს „სწორ გზიდან“ გადასული მუსლიმების შემობრუნება. „ მუსლიმური პოლიცია“ მუსლიმების პირად ცხოვრებასაც კი აკონტროლებს და განსაკუთრებით მკაცრია იმ შემთხვევაში თუ ჩათვლიან რომ, რომელიმე მუსლიმი დასავლური ცხოვრების წესების ზეგავლენის ქვეშ მოექცა.

არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც „მუტივები“ ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩარეულან უბრალო მუსლიმების ცხოვრებაში. რამდენიმე წლის წინ ისეთ ინციდენტს ქონდა ადგილი, რის საფუძველზეც ”ისლამური რელიგიის პოლიციის“ მოქმედება მთელ ქვეყანაში გახდა ცნობილი. კერძოდ, ისინი თავს დაესხნენ ბანგლადეშიდან ჩამოსულ წყვილს, მხოლოდ იმის გამო, რომ ქალბატონს სახე არ ჰქონდა დაფარული. ამისთვის, ისინი ქალბატონის მკაცრ, სამაგალითო დასჯას მოითხოვდნენ. ასეთი შემთხვევები უთვალავია და შიშს გვრის იმ ადამიანებს, რომლებსაც ასეთ ადგილებში უწევთ მუშაობა.

მათ ერთ-ერთ მთავარ მიზანს ასევე წარმოადგენეს”ურწმუნოთა“ გადმობირება და სურთ მათი ”ნამდვილი, ჭეშმარიტი სარწმუნოება“ გაავრცელონ. თუმცა, ბევრი მუსლიმი არ ეთანხმება შარიას რელიგიური კანონის გავრცელებას საბერძნეთში, რადგან ხშირ შემთვევაში ეს ”ისლამური კანონი“ მხოლოდ ტრაფარეტს წარმოადგენს, რომლის უკან ნამდვილი კრიმინალები იმალებიან. შოკის მომგვრელია ორი წლის წინანდელი შემთვევა, როდესაც ორი ძმა ერაყიდან მხოლოდ იმისთვის ჩამოვიდა, რომ საკუთარი და ხელით გაეგუდათ ქმრის ღალატისთვის. როდესაც, მუსლიმთა გაერთიანების თავმჯდომარეს, ნაიმ ელგანტურს ცნობილმა გაზეთმა (το Πρώτο Θέμα) ინტერვიუ ჩამოართვა, მუსლიმური პოლიციის შესახებ კითხვაზე, მან განაცხადა, რომ ეს ყველაფერი აბსურდია და რეალობას არ შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ღიად ამ თემაზე არ საუბრობენ და უარყოფენ კიდეც ამის არსებობას, ფაქტია რომ „ისლამური პოლიცია“ ნამდვილია, ახლა უკვე ათენის ქუჩებშიც გააქტიურდა და ყველასგან სიფრთხილეს მოითხოვს.

onalem

ტესტ