fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

”ის თავს მოიკლავს, როცა გააცნობიერებს, რომ საკუთარი შვილი მოკლა” – რას ამბობს 55წლის მამაკაცის დედა

საზოგადოებისთვის პეტრუპოლში მომხდარი ტრაგედიის კიდევ რამდენიმე დეტალი გახდა ცნობილი. ამჯერად, პრესას 55 წლის მამაკაცის დედა ესაუბრა, რომელმაც საკუთარი 18 წლის შვილი მოკლა: ”ის ნერვებს ვერ აკონტროლებდა.”

გარდაცვლილი 18 წლის გოგონას ბებია მისი შვილის მხრიდან ყოველგვარ ძალადობას გამორიცხავს:

”მე არაფერი ვიცი, ვერც ჩემს შვილს დავადანაშაულებ და ვერც ჩემს შვილიშვილს. მე ვიცნობ ჩემს შვილს და ვიცი რომ თავისი გოგო მისთვის სისუსტე იყო. როცა ყველაფერს გააცნობიერებს, თავს მოიკლავს. როცა გაიგებს, რომ შვილი ხელიდან გამოეცალა, მას სასამართლო აღარ დასჭირდება. მე ვიცნობ ჩემს შვილს, ის მოძალადე არ არის. ის არავისზე ბრაზობდა, ის ძაღლსაც კი არაფერს დაუშავებდა.”

”რა მოხდა და რამ გამოიწვია ეს, მე არვიცი. გოგომ  მამა რთულ მდგომარეობამდე მიიყვანა, ჩემმა შვილმა კი მის თვალებში თავისი ცოლი დაინახა. არვიცი, მე ვერ განვსჯი, ღმერთი არსებობს. მხოლოდ ჩემი შვილი თუ გაიღვიძებს და მეტყვის რამეს. თუმცა, ეს არ მოხდება,” ამბობს 55 წლის მამაკაცის დედა.

onalem

ტესტ