fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“ის არ ღალატობს, არ ცდება, არ ტყუის” – ალექსის ციპრას ცოლი ციპრაზე

“თუ იცით ვინმე “SYRIZA”-ში, ვინც ფულს ბერძენი ხალხის ზურგს უკან აკეთებს, მითხარით, მე პირველი გავალ ქუჩაში,” აცხადებს ბეტი ბაზიანა გაზეთთან საუბრისას, რომელსაც პირველად მისცა ინტერვიუ.

ჟურნალისტებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს პირველი ლედის მიერ ნათქვამ სიტყვებზე, რომლითაც საბერძნეთის პრემიერს ახასიათებს: “ის არ ღალატობს, არ ცდება, არ ტყუის”, გამომდინარე იქიდან, რომ ციპრას ბოლო დროს ორპირობაში ხშირად სდებენ ბრალს.

ბაზიანამ ხაზი გაუსვა, რომ “SYRIZA” არის ხელისუფლებაში, მაგრამ არ იყენებს ძალაუფლებას ბოროტად: “ისტორიამ გვაჩვენა განსხვავება პოლიტიკასა და მორალს შორის. არ ვემხრობი ღალატსა და ტყუილს. თუ იცით ვინმე “SYRIZA”-ში, ვინც ფულს ბერძენი ხალხის ზურგს უკან აკეთებს, მითხარით, მე პირველი გავალ ქუჩაში.

როგორ შეიძლება, რომ სიამაყე და პირადი სარგებელი საერთო სიკეთისა და ღირებულებების ხარჯზე, განვიხილოთ, როგორც ფასეულობა. ალექსის ღირებულებების რუკა არასოდეს შეცვლილა. ის ყოველთვის მშრომელი ხალხის გვერდით დგას,” განაცხადა ინტერვიუში ციპრას მეუღლემ.

onalem

ტესტ