fbpx
კრიმინალი

“ის 100, 000 ევროს გამო მოკლეს” – რას ამბობს გარდაცვლილი ირინი ლაგუდის ძმა

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე ჯერ კიდევ გაუხსნელია. ახალგაზრდა ქალის, ირინი ლაგუდის ძმა მისი მკვლელობის შესაძლო მოტივებზე საუბრობს. როგორც ცნობილია, ქალს სასიყვარული კავშირი ჰქონდა ექიმთან, რომელიც მის მკვლელბაშია ეჭვმიტანილი. თუმცა, გიორგოს ლაგუდი კიდევ სხვა დეტალების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას:

“მკვლელობის მოტივი ძირითადად ფინანსებს უკავშირდება. მან რამდენიმე ხნით ადრე უძრავი ქონება გაყიდა და ანგარიშზე სოლიდური თანხა ჰქონდა. საბანკო ანგარიშიდან 100, 000 ევრო გამქრალია. ბევრი ვარაუდი მაქვს, სად შეიძლებოდა წასულიყო ამხელა თანხა, მაგრამ ოფიციალური დოკუმენტების გარეშე, ამაზე საუბარი ძნელია. 

ვფიქრობ, რომ ფული ექიმს ასესხა, ხოლო ურთიერთობის დასრულების შემდეგ, უკან დაბრუნება მოსთხოვა, რაც მისი სიკვდილით დასრულდა.”

თავის მხრივ, ეჭვმიტანილი ექიმი საქმესთან მინიმალურ კავშირსაც კი უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევის ადგილი ისე მოაწყვეს, რომ პოლიციას გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაეწყო, თუმცა, მოგვიანებით დადგინდა, რომ 44 წლის ლაგუდი განზრახ მოკლეს.

onalem

ტესტ