fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

ირაკლიო: სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, თუ როგორ სცემდა მომვლელი 79 წლის ქალს

აღნიშნული ამბავი ekriti.gr-ის მეშვეობით გახდა ცნობილი. კრეტაზე, კერძოდ ირაკლიოში, მომვლელი 79 წლის ქალზე ძალადობდა. ის მას თავის არეშიც კი ურტყამდა.

79 წლის ქალს ალცჰამიერის დიაგნოზი ჰქონდა. მას სხეულზე ყოველდღე ახალი იარები და დალურჯებები უჩნდებოდა. ეს ყველაფერი კი მის შვილს იქამდე არასოდეს ენახა.

ბოლო თვეების მანძილზე 79 წლის მოხუცს 63 წლის ბერძენი ქალი უვლიდა, რომელიც მასთან სახლში 24 საათის რეჟიმში მუშაობდა.

როდესაც მოხუცებული ქალის შვილი მომვლელს ეკითხებოდა, თუ საიდან უჩნდებოდა მას დალურჯებები და ლაქები, მისგან ზუსტ პასუხს ვერასოდეს იღებდა. შემდეგ ის დაეჭვდა და როდესაც ქალს დასვენების დღე ჰქონდა, სახლში სათვალთვალო კამერები დააყენა. მოგვიანებით, მან ჩანაწერები ნახა და შოკში ჩავარდა.

10 საათიან ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ურტყამს 63 წლის ბერძენი მომვლელი 79 წლის ქალს კიდურებსა და თავში. ასევე ხელს კრავდა, რომ კედელს დასჯახებოდა.

მოხუცის შვილმა ჩანაწერები პოლიციას გადასცა და ქალი კვირას, 13 აგვისტოს დააკავეს.

”საბერძნეთში უცხოელებზე მუდმივად ნეგატიურ ინფორმაციას ვისმენთ, სწორედ ამის გამო გადავწყვიტეთ, დედაჩემისთვის ბერძენი მომვლელი აგვეყვანა. როგორც ჩანს, ეროვნებას მნიშვნელობა არ ჰქონია, თუ ადამიანი ცუდია, ის ცუდია,” განუცხადა ekriti.gr-ს მოხუცის შვილმა.

პოლიციელებმა 63 წლის ქალის ისტორიას გადახედეს და ნახეს, რომ მას აქამდე სხვა ქალიც ჰყავდა ნაცემი, რომელსაც ის უვლიდა. დღეს დაკავებული ნეაპოლის (კრეტაზე მდებარე) ციხეში იმყოფება, ვიდრე მისი სასამართლო პროცესი გაიმართება.

წყარო: http://www.newsbeast.gr/greece/arthro/2804366/evale-kameres-ke-ide-tin-79chroni-mitera-tis-na-kakopiite

onalem

ტესტ