ირაკლიო: გზაზე მიმავალ მანქანას უეცრად ცეცხლი გაუჩნდა და სრულიად განადგურდა

დღეს ირაკლიოში, აგი მირონას გზაზე მიმავალი მანქანის მძღოლს ნამდვილად არ გაუმართლა. მოძრაობისას, სრულიად გაურკვეველი მიზეზით, მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

როდესაც ძრავიდან ცეცხლი გაჩნდა და თითქმის მთელ მანქანას მოედო, მძღოლი, მანქანის სხვა მგზავრებთან ერთად, მანქანიდან გადმოვიდა და სახანძრო ბრიგადას დაელოდნენ, რომელიც იმ წუთებშივე გამოიძახეს.

სამწუხაროდ, მანქანის გადარჩენა ვერ მოხერხდა, ვინაიდან, ის უკვე თითქმის სრულიად განადგურებული იყო.

მიუხედავად იმისა, რომ მანქანის მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა და გადმოსვლა მოასწრეს, მათ მძიმე სტრესი და ფსიქოლოგიური შოკი გადაიტანეს.