იორდანიის დედოფალი რანია დღის შუალედში ლესვოსს ეწვია

ბერძნული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას იორდანიის დედოფლის ვიზიტის შესახებ საბერძნეთის ლესვოსზე. იგი 12:30 სთ-დან 14:30 სთ-მდე დარჩება კუნძულზე და კარატეპეს ლტოლვილთა ბანაკს მოინახულებს.

იორდანიის სამეფო კარის პრესსამსახურის ინფორმაციით, დედოფალი რანია მედიასაშუალებების მიერ განცხადებას გაავრცელებს.