ინტელექსპრესის სპეციალური შეთავაზება ქართველი ემიგრანტებისთვის

მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს `ინტელექსპრესის~ ოვერდრაფტის სერვისით, რომელიც გულისხმობს ფულადი გზავნილის განხორციელებას თანხის მოგვიანებით გადახდით. ეს პროდუქტი კომპანიამ სპეციალურად თავისი მომხმარებლებისთვის შექმნა, რათა მათ შესაძლებლობა მიეცეთ განახორციელონ ფულადი გზავნილები საქართველოში იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ აქვთ საკმარისი თანხა.

შეავსეთ ფორმა & ინტელექსპრესის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ





რას წარმოადგენს „ინტელექსპრესის“ ოვერდრაფტის სერვისი?

„ინტელექსპრესმა” პროდუქტი ოვერდრაფტი, რამდენიმე წლის წინ, სპეციალურად საკუთარი ერთგული მომხმარებლებისთვის შექმნა. პროცედურა მარტივია: მომხმარებელი აღნიშნული ტიპის ფულად გზავნილს ახორციელებს ისევე, როგორც ჩვეულებრივ ფულად გზავნილს, უბრალოდ, იგი ამ შემთხვევაში არ იყენებს საკუთარ ფულად სახსრებს, თანხას „ინტელექსპრესი“ რიცხავს სესხის სახით.

რით არის საინტერესო ეს სერვისი?

მოგეხსენებათ, ხშირად ხდება, რომ მომხმარებელს ეჩქარება თანხის გაგზავნა, მაგრამ იმ მომენტისთვის საკმარისი ფული არ აქვს, – სწორედ ასეთ დროს ეხმარება მას ჩვენი სერვისი. ოვერდრაფის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში თანხის გაგზავნა ოფისში მისვლის გარეშე, სახლიდან გაუსვლელადაც არის შესაძლებელი. რაც შეეხება აღებული თანხის გადახდის პირობებს: გადახდის სისტემა მოქნილი და მარტივია და გათვალისწინებულია საშეღავათო პერიოდი, როცა მომხმარებელს ოვერდრაფტის სერვისით უფასოდ სარგებლობა შეუძლია.

რას გულისხმობს უფასოდ ოვერდრაფტის გზავნილით სარგებლობა?

კრედიტ-გზავნილის განხორციელების შემდეგ, 5 დღის განმავლობაში მომხმარებელს შეუძლია უპროცენტოდ ისარგებლოს სერვისით. თუ თანხას 5 დღეში დააბრუნებთ რამდენიც გაგზავნა `ინტელექსპრესმა~ თქვენ მაგივრად, ზუსტად იმდენის შეტანა მოგიწევთ. მხოლოდ 5 დღიანი პერიოდის ამოწურვის შემდეგ დაერიცხება თანხას პროცენტი.

როგორია სესხის დაფარვის სქემა და საპროცენტო განაკვეთები?

თანხის დაფარვა აუცილებელია თვის ბოლოს. პროცენტი გამოითვლება დღეების მიხედვით, ამიტომ თანხის ერთ თვეზე ადრე დაფარვის შემთხვევაში ნაკლები პროცენტის გადახდა მოგიწევთ. ჯამში, გადახდის ვადა არის თანხის გაგზავნიდან ერთი თვე და ფარავთ “ინტელექსპრესის” მიერ გაგზავნილ თანხას და პროცენტს. დაგვიანების შემთხვევაში მოქმედებს „ინტელექსპრესთან“ გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, ყოველ გადაცილებულ დღეზე თანხის 0.3%.
მაგალითად, როდესაც მომხმარებელი 100-ლარიან კრედიტ-გზავნილს ასრულებს. გაგზავნის დღიდან 5 დღის განმავლობაში მას მოუწევს ზუსტად 100 ლარის დაბრუნება. თუ 5 დღის განმავლობაში არ მოხდა თანხის დაბრუნება, მე-6 დღიდან მსესხებელს დაერიცხება საპროცენტო სარგებელი და თვის ბოლოს ჯამში 104 ლარის და 80 თეთრის გადახდა მოუწევს.

როგორ ვისარგებლოთ „ინტელექსპრესის“ ოვერდრაფტის სერვისით?

სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა:

  • მომხმარებელი „ინტელექსპრესის” საშუალებით მინიმუმ 6 თვის განმავლობაში გზავნიდეს თანხას ან წარმოადგინოს რომელიმე სხვა სისტემის ფულადი გზავნილების დამადასტურებელი საბუთი ბოლო 12 თვის განმავლობაში გზავნილების ისტორიით.
  • მომხმარებელმა შეავსოს ოვერდრაფტის განაცხადი ინტერნეტის საშუალებით (ქვემოთ მითითებული ფორმა) ან ჩვენს ოფისებში.
  • მომხმარებელი ერთხელ მოვიდეს ოფისში და მოაწეროს ხელი მის მიერ უკვე ონლაინ შევსებულ ოვერდრაფტის განაცხადის ფორმას.
  • ზოგიერთ შემთხვევაში ინტელექსპრესმა შესაძლოა მოითხოვოს გარანტორის მონაცემების მითითება, რომელიც მუდმივად ცხოვრობს საქართველოში.

აღნიშნული პროცედურის გავლის შემდეგ მომხმარებელს, მისი გზავნილების ისტორიის გათვალისწინებით, პროგრამულად დაუმტკიცდება საკრედიტო ლიმიტი.
შემდგომში უკვე მრავალჯერადად შეეძლებათ ისარგებლოს
კრედიტ-გზავნილის სერვისით. საჭიროების შემთხვევაში კი გაგზავნოს თანხა ოვერდრაფტით ოფისში მიუსვლელად.

ათენის გარეთ, თესალონიკსა და სხვა ქალაქებში მცხოვრები მომხმარებლებს თუ შეუძლიათ ოვერდრაფტის სერვისით სარგებლობას?
დიახ, რა თქმა უნდა, განაცხადის შევსება შესაძლებელია ყველა საბერძნეთსა და იტალიაში მყოფ მომხმარებელს ინტერნეტის საშუალებით, ხელშეკრულების გაფორმება და შემდეგ უკვე სერვისით სარგებლობა კი შეუძლიათ აღნიშნულ ქვეყნებში არსებულ, „ინტელექსპრესის“ ნებისმიერ ოფისში მისვლით.

რა საბუთები დასჭირდება მომხმარებელს, რომ კრედიტ-გზავნილის სერვისით ისარგებლოს?
საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი ვალიდური საბუთი (რომელსაც აქვს ვადა) _ საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა.
„ინტელექსპრესი“ აღნიშნულ სერვისს სთავაზობს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, შესაბამისად, საბერძნეთის ან იტალიის ოფიციალური საიდენტიფიკაციო საბუთების საფუძველზე მომსახურება ვერ მოხდება.




ინფორმაციის შევსების შემდგომ ინტელექსპრესის თანამშრომელი დაგიკავშირდებათ.

თუ გსურთ დამატებითი ინფორმაცია, გთხოვთ დაუკავშირდით:

კატერინა კაპოდისტრია
საკრედიტო განყოფილების უფროსი სპეციალისტი
+30 699 249 7900
+30 212 213 5302