მიიღეთ თანხა ბინის შესაძენად, გასარემონტებლად, ან სხვადასხვა სამომხმარებლო მიზნებისთვის

მიიღეთ თანხა ბინის შესაძენად, გასარემონტებლად, რეფინანსირებისთვის ან სხვადასხვა სამომხმარებლო მიზნებისთვის

მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს „ინტელექსპრესის“ იპოთეკური სესხების სერვისით. აღნიშნული სერვისის გამოყენებით შესაძლებელია ბინის ყიდვა ან გაარემონტება, ასევე სხვა ბანკში თუ კერძო პირთან აღებული სესხის გადაფარვა ან თანხის გამოყენება სხვადასხვა სამომხმარებლო მიზნებისთვის.

რა არის “ინტელექსპრესის” იპოთეკური სესხი?

იპოთეკური სესხი არის საკრედიტო პროდუქტი, რომლიც უმტკიცდებათ საბერძნეთში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს. სესხის გაცემა ხდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში არსებული უძრავი ქონების უზრუნველყოფით. იპოთეკური სესხი ლარში გაიცემა, მისი მაქსიმალური ოდენობა 100 000 ლარს შეადგენს და მას მომხმარებლის მინდობილი პირი საქართველოში იღებს.

რა შემთხვევაში შეიძლება აიღო იპოთეკური სესხი?

იპოთეკური სესხის გაცემა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც არ გაქვთ საკმარისი თანხა სახლის შესაძენად ან გაქვთ სახლი, მაგრამ გჭირდებათ თანხა სახლის გასარემონტებლად. სესხის აღება ასევე შეგიძლიათ სხვადასხვა სამომხმარებლო მიზნებისთვის მაგალითად: ავეჯის შეძენა, სხვა ვალდებულებების გასტუმრება და ასე შემდეგ. იპოთეკური სესხის მიღება ასევე შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როცა უძრავი ქონება დაგირავებულია ან ჩადებულია კერძო იპოთეკართან და ხდება ამ ვალის გადაფარვა.

როგორ ავიღოთ იპოთეკური სესხი?

სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა:

  • მომხმარებელი „ინტელექსპრესის“ ან სხვა ფულადი გზავნილების სისტემის საშუალებით, ბოლო 1 წლის განმავლობაში, სისტემატიურად რიცხავდეს ფულად გზავნილებს.
  • მომხმარებელმა შეავსოს ქვემოთ მითითებული ფორმა ან განაცხადი ჩვენს ოფისში. აუცილებელია სწორად მიუთითოს მონაცემები და მოთხოვნილი თანხის ოდენობა.
  • მომხმარებელმა წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა.
  • მომხმარებელს საქართველოში ჰყავდეს მინდობილი პირი, რომელიც მიიღებს თანხას გენერალური მინდობილობის საფუძველზე. („ინტელექსპრესი“ დაეხმარება კლიენტს, საქართველოში ჩასვლის გარეშე, მინდობილობის ელექტრონულად გაკეთებაში).

საქართველოს რომელ ქალაქებში არსებული ბინების უზრუნველყოფით ხდება სესხის მიღება?

იპოთეკური სესხის მისაღება შესაძლებელია შემდეგ ქალაქებში არსებული უძრავი ქონების უზრუნველყოფით: თბილისი, თელავი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, ქობულეთი (ასევე საზღვაო ზოლის სხვადასხვა ქალაქები),  ბაკურიანი და გუდაური.

ათენის გარეთ, თესალონიკსა და სხვა ქალაქებში მცხოვრებ მომხმარებლებს თუ შეუძლიათ იპოთეკური სესხით სარგებლობა?

დიახ, განაცხადის შევსება საბერძნეთში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში მყოფ მომხმარებელს ინტერნეტის საშუალებით შეუძლია. ხელშეკრულების გაფორმება და შემდეგ უკვე სერვისით სარგებლობა კი შეუძლიათ აღნიშნულ ქვეყნებში არსეულ „ინტელექსპრესის“ ოფისებში მისვლით.

შეავსეთ აღნიშნული ფორმა და ინტელექსპრესის წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდებათ





თბილისითელავირუსთავიგორიქუთაისიბათუმიქობულეთისაზღვაო ზოლის სხვა ქალაქიბაკურიანიგუდაური

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:

+30 212 213 53 02
სამუშაო საათები: ყოველ დღე შაბათის გარდა 09:00 – 19:00
მისამართი: ათენი, მენანდრუს 55