ინციდენტი, რომელმაც ათენი შეძრა: სავაჭრო ცენტრში ქალი ჩვილ ბავშვებს თავს ესხმის

ინციდენტი აგიოს დიმიტრიოს ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში, 10 ივლისს მოხდა. თუმცა, ამის შესახებ ცნობილი ახლახანს გახდა. დაახლოებით საღამოს 19:00 საათზე ქალი თავის 2 თვის შვილთან ერთად საყიდლებზე იმყოფებოდა და ლიფტის წინ იდგა, რომლის საშუალებითაც მაღაზიებისა და კაფეების სართულზე უნდა ასულიყო.

მის გვერდით იდგა კიდევ ერთი ქალი, 50 წელს გადაცილებული, ქერა თმით და შავი ტანსაცმლით, რომელსაც ხელში სავაჭრო ურიკა ეკავა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი სრული საშინელება დატრიალდა. ქალი ჩვილ ბავშვს თავს ბასრი საგნით დაესხა და შიშველ ფეხებზე ჭრილობები მიაყენა. ბავშვმა, ცხადია, მაშინვე ტირილი დაიწყო და მისი დედა ქალის დამშვიდებას ცდილობდა, თუმცა, ის ვერ ხვდებოდა, თუ რა მოხდა რეალურად.

ცოტა ხნის შემდეგ ქალი ხალხში გაერია და გაუჩინარდა, ხოლო ბავშვის დედამ დაინახა, თუ რა მდგომარეობაში ჰქონდა ჩვილს ფეხები. ის მაშინვე პედიატრთან წავიდა.

აღმოჩნდა, რომ ქალს მსგავსი ქმედება ამავე დღეს კიდევ ორ შვილთან ჰქონდა ჩადენილი. ამჯერად ალიმოს სავაჭრო ცენტრში.

ამ დროისთვის პოლიცია ეძებს ქალს, რომელიც საზოგადოებისთვის სახიფათოა.

“როდესაც ბავშვს რაიმეს უშავებთ, თქვენ არ ხართ ადამიანი, არამედ მონსტრი, რომელიც უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს,” ამბობს ჩვილის დედა.

melano

ტესტ