fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ინციდენტი მენიდიში: ნარკომანთან ჩხუბის გამო პოლიციელს შესაძლოა შიდსი აღმოაჩნდეს

მენიდიში პოლიციის მიერ ნარკოტიკების შემოწმების დროს მოულოდნელი ინციდენტი დაფიქსირდა.

კერძოდ, პოლიცია მატარებლის სადგურში ნარკოტიკების ორ მომხმარებელს აკონტროლებდა. ერთ-ერთი მათგანი შპრიცს ფეხში იკეთებდა, რა დროსაც პოლიცია მიუახლოვდა და მათ შორის შეკამათება მოხდა. შედეგად, ერთ-ერთმა პოლიციელმა შპრიცით დაზიანება მიიღო.

ორივე დამნაშავე პოლიციამ დააკავა, ხოლო დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აღმოჩნდა, რომ ნარკოტიკების მომხმარებელს, რომლის შპრიცითაც პოლიციელი დაზიანდა, შიდსით იყო ინფიცირებული.

პოლიციის ოფიცერს გამოკვლევები მომდევნო 30 დღის მანძილზე ჩაუტარდება, რათა დადგინდეს ემუქრება თუ არა მის ჯანმრთელობას საფრთხე.

onalem

ტესტ