fbpx
საბერძნეთი

ინციდენტი ლუნა პარკში: “ჩემი შვილები კარგად იყვნენ, ჩემი ცოლი კი მკვდარი მეგონა”

ათენთან ახლოს, ეგიოში მდებარე ლუნა პარკში სერიოზული ინციდენტი მოხდა. ატრაქციონის ერთ-ერთი ვაგონი რელსებიდან გადავარდა და შედეგად დედა და მისი სამი შვილი დაშავდნენ. ქალს მძიმე დაზიანებები აქვს და ახლაც საავადმყოფოში იმყოფება. რას ჰყვება 39 წლის ანტონია protothema.gr-თან.

“საავადმყოფოში გავიღვიძე. მატარებელში ერთად ჩავჯექით, სამი წრე გავაკეთეთ და შემდეგ არაფერი მახსოვს. საავადმყოფოში გავიღვიძე. ჩემი გოგონა ჩემს ხელებში მყავდა, რადგან ვაგონს ღვედი არ ჰქონდა. ჩემს წინ კი ჩემი უფროსი ვაჟი იჯდა, უმცროსთან ერთად. სკამიდან საერთოდ არ ავმდგარვარ, რისთვის უნდა ავმდგარიყავი, ნუთუ ეს შესაძლებელია?”

უფრო მეტად ამაღელვებელია მამის ინტერვიუ, რომელმაც დაინახა, თუ როგორ აფრინდნენ მისი შვილები ჰაერში, ხოლო მეუღლე გარდაცვლილი ეგონა.

“ვაგონი ძალიან სწრაფად მიდიოდა და ვთქვი, რომ გადავარდებოდა და სანამ წინადადება დავასრულე, დავინახე რომ ისინი ჰაერში აფრინდნენ, შემდეგ კი მიწაზე დაეცნენ. გავიქეცი და ბავშვებს დავუძახე, ვნახე, რომ კარგად იყვნენ, ხოლო შემდეგ ჩემს მეუღლესთან მივედი, ვფქრობდი, რომ მკვდარი იყო.

ეს დაუჯერებელი იყო, სიტყვები არ მყოფნის. პულსი გავუსინჯე, მაგრამ ვერაფერს ვხვდებოდი და ექიმი გამოვიძახე. შემდეგ ორი ქალი მოვიდა და მითხრეს, რომ ჩემს ცოლს პულსი ჰქონდა.”

იხილეთ ინტერვიუები:

 

onalem

ტესტ