fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: იმ სკოლის დირექტორმა, რომელშიც ალბანური დროშა ასწიეს, სამსახური დატოვა

დღეს დილით ვენიზელუს პირველი დაწყებითი სკოლის დირექტორმა სამსახური დატოვა.

შემთხვევა კრეტაზე მოხდა, სკოლაში, სადაც დირექტორმა მასწავლებლები ერთ-ერთ შესვენებაზე შეკრიბა და გადაწყვეტილების შესახებ აცნობა.

მართალია, მან მიზეზი არ დაასახელა, თუმცა, გაირკვა, რომ მისი სკოლიდან წასვლა უკავშირდება ფაქტს, რომ იქ რამდენიმე ხნის წინ ალბანეთის დროშა ასწიეს, ვინაიდან სკოლაში რამდენიმე გაკვეთილი ალბანურად ტარდება. მისი რეაქცია სწორედ ამ ყველაფრით იყო განპირობებული – ალბანური დროშა ბერძნულის გვერდით.

დირექტორის გადადგომის საკითხი ირაკლიოში მალე განიხილება და ცნობილი გახდება, დაუკმაყოფილდა თუ არა მას განაცხადი.

onalem

ტესტ