“იმ ქვეყანას ვპარავდი, რომელმაც მთელი ჩემი სანათესავო შეიფარა და დააპურა!”

“მრცხვენია, სუპერმარკეტებში დავძრწოდით და ვიპარავდით!” – 5 შვილის დედა, რომელიც ესპანეთში ციხეში იჯდა…

ამონარიდები ქართულ ჟურნალ “გზა”-ში  გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

“შვილის დედა ვარ. ვერ ვამბობ, რომ ხუთივე ვაჟია. ერთი განსხვავებული ორიენტაციისა და ამასაც შევეგუეთ. თავიდან მეც და დანარჩენებსაც გაგვიჭირდა, მაგრამ მივიღეთ ისეთი, როგორიცაა. თან ახლა, ემიგრაციაში, მას გაცილებით მეტი პერსპექტივა აქვს, ვიდრე ყველა დანარჩენ ჩემი ოჯახის წევრს.
სამი შვილის დედა ვიყავი, როცა ქმართან ერთად გადავწყვიტე, რომ ესპანეთში წავსულიყავი ემიგრაციაში…”

“სასწრაფოდ დავიწყეთ სამუშაოს ძებნა და ისეთ სასაცილო ანაზღაურებაზე ვმუშაობდით, ახლა მეტირება! დებისგან ვსესხულობდი ფულს და მერე პროცენტით ვუბრუნებდი! ესპანური რომ ვისწავლე, შემოსავალმაც იმატა…”

“დამაკავეს და ციხეში მიკრეს თავი. ბევრი ვემუდარე პოლიციას, გამიშვით, პატარა შვილი მყავს და შესაძლოა, უჩემოდ მოკვდეს-მეთქი. პოლიციელი მაღალი, სოლიდური გარეგნობის ახალგაზრდა კაცი იყო. ოდნავ მოშვებული წვერი, შავი სათვალე და ხელის კუნთები ისეთი ჰქონდა, კინოვარსკვლავი მეგონა. სადღაც დარეკა და მოკლე ხანში უმცროსი შვილი საკანში მომგვარეს…”

“სუპერმარკეტებიდან სუპერმარკეტებში დავძრწოდით და ვიპარავდით! ყველაზე კარგად სასმელები საღდებოდა, მაგრამ არც სხვა რამეს ვაკლებდით ხელს. საჭმელი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი გამოგვქონდა და ვყიდდით მეათედ ფასებში! ამ ნაპარავით მოგროვებული ფულით ჩამოვიყვანე მძახალი და შვილი ოჯახით საფრანგეთში!..” 

 

melano

ტესტ