fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ილიუპოლი: მოსახლეობას მამაკაცის ეშინია, რომელიც ქალებს თავს ესხმის

ათენის გარეუბანში, კერძოდ ილიუპოლში, მოსახლეობა შიშმა შეიპყრო. 24 წლის ახალგაზრდა ქალი, რომელიც ამ ტერიტორიაზე მუშაობს, პირისპირ შეხვდა მის მიმართ აგრესიულად განწყობილ მამაკაცს.

როგორც Alpha იტყობინება, გოგონამ თავდასხმის შესახებ ტელევიზიასთან ისაუბრა: ”აგიოს კონსტანტინოს ქუჩით სახლში ვბრუნდებოდი. ჩემს უკან მანქანა მოდიოდა, რომელმაც სვლა შეანელა, ერთ-ერთ სკვერთან წამომეწია და დახმარება მთხოვა.

მე გავჩერდი, რათა გამეგო რას მეუბნებოდა. ის იყო დაახლოებით 40 წლის, შავგვრემანი მამაკაცი. საუბრის მანერით მიხვდებოდით, რომ ნარკოტიკებზე დამოკიდებული იყო. მან მკითხა, გათხოვილი ვიყავი თუ არა, მყავდა თუ არა პარტნიორი და ა.შ. პასუხი არ გავეცი და წასასვლელად შევტრიალდი. შემდეგ მანქანის კარის გაღების ხმა გავიგონე და ძალიან შემეშინდა. ჩემდა საბედნიეროდ, იქვე გამვლელები იყვნენ და ეს იყო მიზეზი, ის გამოც მე ის აღარ გამომყვა.”

Alpha-ს ცნობით, 20 და 22 წლის ახალგაზრდა გოგონები, გასულ კვირას შინ სწორედ ამ გზით ბრუნდებოდნენ, შუაღამის 01:30 საათზე მათ უცნობი მამაკაცი წამოეწია და თავს დაესხა.

როგორც მათ განაცხადეს, მამაკაცმა ერთ-ერთი გოგონა ხელით დააკავა და ცდილობდა გაეჩუმებინა, თუმცა, მეგობარმა სწრაფი რეაგირება მოახდინა. მან მამაკაცს დარტყმა დაუწყო და განწირული ითხოვდა დახმარებას. მეზობლები ადგილზე სწრაფად მივიდნენ და თავდამსხმელი გაუჩინარდა.

onalem

ტესტ