fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ილიუპოლი: ცოლ-ქმარი მოხუცებს ჰიპნოტურ წამლებს ასმევდა, ხოლო შემდეგ ძარცვავდა

34 წლის მამაკაცი და 35 წლის ქალი ილიუპოლში დააკავეს. ისინი ბოლო პერიოდის მანძილზე მოხუც მამაკაცებს ძარცვავდნენ.

კერძოდ, მათი გეგმა იდეალურად იყო დალაგებული. ძირითადად მოქმედებდა ქალი, რომელიც ატიკის მასშტაბით სხვადასხვა კაფეებში დადიოდა და მსხვერპლს არჩევდა. შემდეგ უახლოვდებოდა, ეფლირტავებოდა, მათგან ინფორმაციას იღებდა. ქალი მოხუცებს ჰპირდებოდა, რომ მათთან სექსუალურ კავშირს დაამყარებდა და ამ მიზეზით მათ ის სახლში მიჰყავდათ.

სახლის მისვლის შემდეგ, უკვე გეგმის სხვა ნაწილი მოჰყავდა მოქმედებაში. ის მოხუცებს ჰიპნოტურ წამლებს ასმევდა, რომლებიც ადამიანს ასუსტებს და უუნაროს ხდის წინააღმდეგობა გაუწიოს თავდამსხმელს. პარალელურად ქალი სწრაფად აგროვებდა სახლიდან ფულს, ძვირფასეულობას, საათებს, ტექნიკას და ა.შ.

34 წლის მამაკაცს კი მძღოლის როლი ჰქონდა. ასევე ის წარმოადგენდა საკუთარი ცოლის დაცვას, თუ რაიმე გეგმის მიხედვით არ წავიდოდა.

წყვილის სახლიდან ამოღებულ იქნა საძილე აბები, ტელეფონები, სიმ-ბარათები და სხვა მრავალი მოპარული ნივთი. პოლიციის ინფორმაციით, ძარცვის შემთხვევები დაფიქსირებულია რაფინას, მარათონას, პალეო ფალიროს, არტემიდას და ილიუპოლის ტერიტორიებზე.

onalem

ტესტ