fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ილიუპოლი: 13 და 14 წლის ბავშვებმა სკოლას ცეცხლი წაუკიდეს, ისინი არასრულწლოვანთა დაჯგუფების წევრები არიან

გუშინ საღამოს ილიუპოლში მდებარე 1 სკოლას ახალგაზრდებმა ცეცხლი წაუკიდეს. ადგილობრივმა უსაფრთხოების დეპარტამენტმა არასრულწლოვანთა ჯგუფი გაშიფრა. ისინი ამავდროულად სკოლებს ძარცვავდნენ.

კერძოდ, სკოლაში ცეცხლი 13 და 14 წლის ბავშვებმა გააჩინეს, რომლებიც ოფიცრებმა დააკავეს.

არასრულწლოვანთა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრია კიდევ სხვა 7 ბავშვი, რომელთაც ბრალად სკოლების ძარცვა ედებათ.

საერთო ჯამში, დაკავებულია 9 არასრულწლოვანი, 8 საბერძნეთის, ხოლო 1 ალბანეთის მოქალაქე.

ისინი სკოლებიდან იპარავდნენ კომპიუტერებსა და სხვადასხვა ვიდეო-აპარატურას.

onalem

ტესტ