fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

IKEA-მ რეკორდი მოხსნა

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორები და მკვლევარები დაინტერესდნენ, თუ რატომ ანიჭებს უპირატესობას მოსახლეობა IKEA-ს ავეჯს. ამ ბრენდზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება.

IKEA-ს ავეჯის ხარისხი შეიძლება სხვადასხვა კუთხით შეფასდეს. თუმცა, ადამიანებს, გარდა ამისა, უდიდესი ენთუზიაზმი აქვთ, რომ აღნიშნული ბრენდის მაღაზიაში საყიდლებზე წავიდნენ.

IKEA-ს ფენომენი მაიკლ ნორტორმა და მისმა გუნდმა შეისწავლა და საზოგადოებას სპეციალური ტერმინი – IKEA-ს ეფექტი გააცნო:

”თქვენ დიდ დროს უთმობთ და მონაწილეობთ იმის შექმნაში, რაც უნდა შეიძინოთ. კვლევებით დადასტურებულია, რომ რაც უფრო ჩართული ხართ ამა თუ იმ ნივთის შექმნაში, მით მეტ სიამოვნებას იღებთ შედეგისგან. და პირიქით, რაც უფრო ნაკლებად მონაწილეობს ადამიანი რაღაცის შექმნის პროცესში, მიღებული შედეგი ნაკლებად ღირებული და მნიშვნელოვანია მისთვის.”

გასულ წელს შვედურმა კომპანიამ  IKEA გაყიდვები 34,2 მილიარდი ევროთი გაზარდა, ხოლო ონლაინ გაყიდვებმა IKEA-ს 1,4 მილიარდი ევრო მოუტანა.

დღეს IKEA-ს 28 ქვეყნის მასშტაბით 340 მაღაზია აქვს, აქედან 14 ონლაინ მაღაზიაა. ისინი ძირითადად ევროპაში მდებარეობს, თუმცა მომავალ წელს ინდოეთში პირველი მაღაზია გაიხსნება.

onalem

ტესტ