fbpx
საბერძნეთი

IKA-ს ვალების გამო 62 წლის მარტოხელა დედას სახლი ჩამოართვეს

64 კვადრატული მეტრი ფართობის სახლი, რომელიც თესალონიკში მდებარეობს, 62 წლის ქალს ΕΦΚΑ-მ ჩამოართვა. ის მარტოხელა დედაა და საკუთარ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილს უვლის.

სახლის რეალური ღირებულება 34, 000 ევროა. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც ქალმა საკუთარი ბიზნესის წამოწყება სცადა და ტანსაცმლის მაღაზია გახსნა.

საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისის დაწყებისას ქალი მაქსიმალურად ცდილობდა IKA-ში გადასახდელი თანხა დაეფარა, თუმცა, დროდადრო ვალდებულებების შესრულება მისთვის შეუძლებელი ხდებოდა.

მისი დავალიანება , რომელიც IKA-ში ჰქონდა 32, 000 ევროდან მალე 63,898 ევრო გახდა და ახლა თავის გატანას საკუთარი ძალებით მარტოდმარტო ცდილობს. თუმცა, თვის დასაწყისში ის ვალის გამო ბინიდან გამოასახლეს.

onalem

ტესტ