fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: იგეგმება მინიმალური ხელფასების ზრდა მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში

საბერძნეთის მთავრობა გეგმავს მინიმალური ხელფასების ზრდის გეგმის წარდგენას. ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს 25 წლის ასაკს მიუღწეველი პირებისთვის მინიმალური ხელფასის ზღვარი.

ძირითადი ხელფასები დამსაქმებლებს და დასაქმებულებს შორის ძალიან მაღალია ქვეყნის სტანდარტებიდან გამომდინარე. შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი ძალიან ოპტიმისტურად უყურებს საბერძნეთის მდგომარეობას დასაქმების დარგში, მინისტრმა ეფი ახციოგლუმ განაცხადა, რომ საბერძნეთის მთავრობა 30 აპრილს გააკეთებს წარდგენას მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით. მინიმალური ხელფასი დღეის მდგომარეობით არის 586 ევრო.

საბერძნეთის მთავრობა ჯერ-ჯერობით არ აკეთებს განცხადებას ხელფასის ოდენობასთან დაკავშრებით. მულტინაციონალური კომპანიების როგორიცაა (COSCO, Deutsche Telekom,) და ამგვარი კომპანიების ძირითადი შრომითი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ჩანს, რომ ხელფასები არის 80%-ით მაღალი საარსებო მინიმუმთან შედარებით, ასევე ლიდერი ჰიპერმარკეტის (ლიდლ) თანამშრომლების ხელფასებიც მაღალია. ლიფტების დამონტაჟებით და შეკეთებით დაკავებულ კომპანიებში თანამშრომლების ხელფასები არის განსაკუთრებით მაღალი – 2 500 ევროდან 3 000 ევრომდე. სასტუმროების თანამშრომლებზე იგეგმე ხელფასების ზრდა წლიურად 1,5%-ით. საბერძნეთის მთავრობისთვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს 25 წელს მიუღწეველი პირებისთვის მინიმალური ხელფასის ოდენობა, რომელიც საშუალოდ არის 432 ევრო. საკითხავია გაუქმდება თუ არა ასაკობრივი ზღვარი ხელფასთან დაკავშირებით? საკითხავია ასევე თუ რა ზეგავლენას მოახდენს ბაზარზე ახალი ცვლილებები.

KPMG-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2018 წელს საშუალო ხელფასების ზრდა მოხდება 1.4% -ით და 2019 წელს კიდევ 2% -ით გაიზრდება.