fbpx
საბერძნეთი

იცით, სად არის ათენელებისთვის მეორე სახლი?

სპეცესი სარონიკის ყურეში მდებარე კუნძულია. ის მხოლოდ ერთი ისტორიული ქალაქისგან შედგება და გართობის უამრავ საშუალებას გთავაზობთ. აქ არის უამრავი რესტორანი და უნიკალური სანაპიროები, ღამით კი შეგიძლიათ არაჩვეულებრივად გაერთოთ. ათენელები სპეცესს თავიანთ მეორე სახლს უწოდებენ.

სპეცესის უდიდესი საგანძური ფიჭვის ჭალები და არქიტექტურაა. კუნძული ყოველთვის ფიჭვის ხეებით იყო გაფორმებული, თუმცა ბოლოს მათ ხშირად იყენებენ სხვადასხვა კომერციული დანიშნულებისთვის.

ქალაქი სპეცესი კუნძულის ერთადერთი ქალაქია, რომელიც სანაპიროზე მდებარეობს. ის დაყოფილია რაიონებად. კასტელი უძველესი რაიონია, სადაც მე-18 საუკუნის ეკლესია მდებარეობს. ეს ადგილი კუნძულის უმაღლესი წერტილია.

ყველაზე პოპულარული ადგილი სპეცესში ბუბულინას მუზეუმია. სტუმრებს შეუძლიათ 45 წუთიანი ტურით ისარგებლონ, ინფორმაციით კი გიდი უზრუნველგყოფთ.

კუნძულის საუკეთესო სანაპირო აგია მარინა, ქალაქიდან 30 წუთის სავალზე მდებარეობს. სპეცესის ღამის ცხოვრება ყველანაირი ადამიანის გემოვნებას შეესაბამება. აქ არის ბარები, კლუბები, დისკოთეკები და ა.შ. ასევე შეგიძლიათ იპოვოთ ადგილი, სადაც იცეკვებთ ბერძნულ ცეკვას ან უბრალოდ დასხდებით და ტელევიზორის ყურებით შეიქცევთ თავს.

onalem

ტესტ