fbpx
საზოგადოება

“იცით რა იკითხა საკის ბულამ პირველად, როცა გაიგო, რომ სიმსივნე ჰქონდა?!” – თომოპულო მის შესახებ

“მან კარგად იცოდა, თუ რა ხდებოდა მის თავს, რადგან მედიცინაში ერკვეოდა,” ვასილის თომოპულო საკის ბულას შესახებ ჰყვება.

“ის ძალიან მგრძნობიარე, ზრდილობიანი და ჯენტლმენი იყო. ქალს რომ მისთვის შეეხედა, თავს სხვა მხარეს მიაბრუნებდა. არაჩვეულებრივი მამაკაცი იყო, ფრთხილი, მშვიდი და არასოდეს შეგაწუხებდათ, არა თუ გაწყენინებდათ. ყოველდღე რაღაცას ყიდულობდა, ჩვევა ჰქონდა ასეთი, რომ ყოველდღე რაღაც უნდა შეეძინა. ის ბავშვებისთვის ყიდულობდა ქურთუკებს, ფეხსაცმელებს, მაისურებს, საჩუქრებს… გოგონებს ყვავილებს! როცა პირველი ქიმიოთერაპია გაიკეთა, საავადმყოფოდან გამოვიდა და სკამები იყიდა, მხიარული იყო, იცინოდა.

ჩვენს მასთან მივედით… გაცნობიერებული ჰქონდა, რომ რთულ გზაზე იდგა, მის სახლში ვერსად დავჯექით. საკი ცხოვრობდა სახლში, რომელშიც მხოლოდ დივანი ჰქონდა, რადგან იქ არავინ მიდიოდა. მედიცინაში ერკვეოდა, მან კარგად იცოდა, თუ რა ხდებოდა მის თავს და მაშინვე ექიმთან წავიდა. იცით, რა იკითხა მან პირველად?  ექიმმა თქვა, რომ ის პირველი პაციენტი იყო, რომელმაც, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ სიმსივნე ჰქონდა, ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა, რომ სექსი ჰქონოდა?!”

onalem

ტესტ