fbpx
საზოგადოება

იანის მაკრის და ვიქტორია კარიდას უმცროს ვაჟს ათენში ჩამოსვლის ეშინია – ის მამის სახელს ვერ ახსენებს

ბერძნული მედიის ცნობით, ბიზნესმენ იანის მაკრის, ოჯახის გადაწყვეტილებით, ავსტრალიაში დაკრძალავენ. ვიქტორია კარიდას სურდა შვილები ათენში ჩამოეყვანა, მაგრამ მათი უმცროსი ვაჟი ძალიან შეშინებულია და ათენში ჩამოსვლაზე უარს ამბობს. გარდა, ამისა მას მამის სახელის ხსენებაც კი უჭირს.

ვიქტორია კარიდა ამბობს, რომ მათი ოჯახი სრულიად მშვიდად ცხოვრობდა და მაკრი არასდროს არანაირ საფრთხეზე არ საუბრობდა. გარდა ამისა, მან არ იცის, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მისი მტერი.

ერთ-ერთი დიზაინერი ვიქტორიას შესახებ ჰყვება, რომ სავარაუდოდ, მან არაფერი იცოდა მეუღლის კრიმინალური წარსულის შესახებ. “როდესაც შეყვარებული ხარ, ყველაფერი კარგად გეჩვენება. მგონია, რომ მან უბრალოდ არაფერი იცის. რომც ჰქონოდა მაკრის რაიმე სხვა საქმე, ვიქტორიას ამის შესახებ ინფორმაცია არ ექნებოდა. ის თავის სამყაროში, “ღრუბლებში” ცხოვრობდა.”

 

onalem

ტესტ