fbpx
საბერძნეთი

იანის კალიანოს: ხუთშაბათს საბერძნეთში ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება

საბერძნეთში ბოლო დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა უკვე გამოიწვია მრავალი პრობლემა. წვიმა რამდენიმე დღე გაგრძელდება, მაგრამ ცნობილი მეტეოროგოლი იანის კალიანოსი გვამცნობს, რომ ხუთშაბათს ასევე მოსალოდნელია ჩრდილოეთის ქარების გაძლიერება.

ქარის სიძლიერე 7-9 ბალს მიაღწევს, რომელსაც თან წვიმა დაერთვება. ეს ყველაფერი ხუთშაბათიდან შაბათის ჩათვლით გაგრძელდება და ძირითადად ეხება იონიისა კუნძულებს და ცენტრალურ საბერძნეთს, დასავლეთ და სამხრეთ ეგეოსის კუნძულებს. ქარი განსაკუთრებით ძლიერი იქნება ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში.

ქარის გაძლიერებიდან გამომდინარე, შემცირდება ჰაერის ტემპერატურა, რომელიც 20 გრადუსსაც კი ვერ მიაღწევს.

ამასთანავე მთიან რეგიონებში და სათხილამურო კურორტებზე საშობაო ამინდი დადგება, მოსალოდნელია თოვლი ზღვის დონიდან 1900 მეტრზეც კი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ქარი და წვიმა კვირის ბოლოს შეწყდება. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ საბერძნეთში შემოდგომა ნამდვილად დადგა.

onalem

ტესტ