fbpx
საზოგადოება

ჰოლივუდის ვარსკვლავმა უილ სმიტმა კუნძულ ანტიპაქსოსის სანაპიროები დაასუფთავა

ჰოლივუდის ვარსკვლავმა უილ სმიტმა, ოჯახთან ერთად კუნძულ ანტიპაქსოსის სამი სანაპირო დაასუფთავა. სმიტები იონიის ზღვაში იახტით მოგზაურობენ. აშკარაა, რომ ისინი მხოლოდ ცურვითა და გართობით არ არიან დაკავებულები და სანაპიროებიდან პლასტიკური ”სუვენირები” შეაგროვეს.

უილის 13 წლის გოგონამ, უილოუ სმიტმა სოციალურ ქსელში ამის შესახებ 2,3 მილიონ მიმდევარს გაუზიარა.

მან დაწერა, რომ 7 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა სამი სანაპირო დაასუფთავა და ნაგავი 22 ტომარაში მოათავსა.

ოჯახმა ნაგავი იახტით წაიღო და სავარაუდოდ, რომელიმე ადგილობრივ ნაგავსაყრელზე მოათავსა.

მსახიობი, მუსიკოსი და რეპერი გავრცელებული ინფორმაციით, კორფუსაც ესტუმრა და კერკირას ძველ ქალაქში ისადილა.

უილოუ სმიტმა არა მხოლოდ ნაგვის შეგროვების, არამედ საბერძნეთის საოცარი სილამაზის ამსახველი ფოტოების გამოაქვეყნა.

onalem

ტესტ