fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ჰიდრა: ერთ-ერთ ქუჩას მომღერალ ლეონარდ კოენის სახელი მიენიჭება

კუნძულ ჰიდრას მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა, ერთ-ერთ ქუჩას კანადელი მომღერლის, პოეტისა და კომპოზიტორის, ლეონარდ კოენის სახელი მიანიჭოს. მომღერალს, რომელიც 82 წლის ასაკში გარდაიცვალა, კუნძულზე სახლი ჰქონდა.

მოეწყობა ორდღიანი ღონისძიება, რომელიც პოეტის კუნძულის მიმართ სიყვარულს მიეძღვნება.

ლეონარდ კოენის სახელი მიენიჭა ქუჩას, რომელზეც მისი სახლი მდებარეობს.

ასევე, 10 ივნისს, კუნძულის პორტში გაიმართება კონცერტი, სადაც ადგილობრივი ჯგუფი მის სიმღერებს შეასრულებს. დაგეგმილია მისი თაყვანისმცემლების შეხვედრაც.

ლეონარდ კოენმა 1960 წლის ზაფხულში მე-19 საუკუნის სახლი 1,500 დოლარად შეიძინა. მას თანხით ბებია დაეხმარა და ის ამბობდა, რომ: ”ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რაც კი ცხოვრებაში მიმიღია.”

onalem

ტესტ