fbpx
პოლიტიკასაბერძნეთისაზოგადოება

”ჰაჩიკო” იოანინადან, რომელიც პატრონის საფლავზე დიდხანს ცხოვრობდა

ძაღლის ისტორიას, რომელიც სასაფლაოზე ცხოვრობდა, კარგი დასასრული აქვს. ”ჰაჩიკომ” იოანინადან ახალი ოჯახი იპოვა.

კერძოდ, როგორც ადგილობრივი მედია აცხადებს, ძაღლი სასაფლაოზე, საკუთარი პატრონის საფლავთან ცხოვრობდა და ადგილს ძალიან დიდხანს არ ტოვებდა.

ქალი, რომელიც სასაფლაოზე დადიოდა, შოკირებული იყო ძაღლის ქცევით და ამის შესახებ ინტერნეტში დაწერა. ამის შემდეგ, 24 საათში გამოჩნდა ოჯახი, რომელმაც ”ჰაჩიკოს” პატრონობის სურვილი გამოთქვა.

ოჯახმა, იოანინას ცხოველთა უსაფრთხოების საზოგადოების მოხალისეებთან ერთად, ძაღლი ვეტერინართან წაიყვანა, სადაც ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარეს.

ძაღლი დაბანეს, ბეწვი შეჭრეს და მოაწესრიგეს. როგორც აღმოჩნდა, ის მდედრია, სახელად ნორა.

ამრიგად, ყველაზე ერთგულ და მოსიყვარულე ძაღლს გამოუჩნდა ოჯახი, რომელიც მზადაა იზრუნოს მასზე და მოუაროს ასეთივე სიყვარულით.

onalem

ტესტ