fbpx
საზოგადოება

გველი თესალონიკის სუპერმარკეტში: პანიკა მომხმარებლებს შორის

დღეს თესალონიკის სუპემარკეტში გველი შენიშნეს, რამაც მომხმარებლებს შორის საშინელი პანიკა გამოიწვია. ადგილზე სასწრაფოდ გამოიძახეს მოხალისე, რომელმაც 1, 5 მეტრიანი გველი დაიჭირა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოვნი გველის სახეობა ადამიანისთვის უვნებელია. ქვეწარმავალს დაზიანებები ჰქონდა მიღებული, სავარაუდოდ, სუპერმარკეტის სატვირთო მანქანებისგან.

გველი ბუნების დაცვის ცენტრში გადაიყვანეს, რის შემდეგაც ბუნებრივ გარემოში გაუშვეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ყოველ გაზაფხულზე გველებთან დაკავშირებული ინციდენტების რაოდენობა იზრდება, რადგან ტემპერატურა იმატებს.

გარემოს დაცვის ცენტრი იუწყება, რომ გველებს ძირითადად ქალაქის პარკებში პოულობენ და მისი ნახვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა დარეკონ შესაბამის სამსახურში და მას არ მიუახლოვდნენ.

onalem

ტესტ