საბერძნეთი არ გადაიქცევა ევროპის ,,ლიბანად”.

„ევროკავშირს 10 დღე აქვს დარჩენილი 7 მარტის თურქეთთან სამიტამდე, რათა საემიგრაციო ნაკადის მართვა მოახერხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შენგენისა და საემიგრაციო სისტემა ევროკავშირში მთლიანად დაემხობა“ – განაცხადა 25 თებერვლის  პრესკონფერენციაზე ევროკავშირის მიგრაციის კომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა.

25 თებერვალს მოლაპარაკები ს მორიგი შეხვედრა გამართეს ევროკავშირის, თურქეთის და ბალკანეთის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ მიგრანტთა მზარდ კრიზისს. ამ საკითხის გარშემო იზრდება უთანხმოებაც – რომელმაც საბერძნეთს უბიძგა ავსტრიიდან მისი ელჩის გამოყვანისკენ. ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ასელბორნმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე თქვა, ბლოკი „ანარქიისკენ“ მიიწევს.

28 წევრისგან შემდგარ ბლოკს, რომელიც ცდილობს გაუმკლავდეს მიგრანტების მოზღვავებას, აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ერთიანი ფრონტით ვერ იცავს ლტოლვილთა უფლებებს. ევროკავშირში მიგრანტების რიცხვმა შარშან ერთ მილიონს გადააჭარბა. მიმდინარე წელს ევროპაში ჩააღწია 100,000-ზე მეტმა მიგრანტმა. მათი უმეტესობა ეგეოსის ზღვიდან, თურქეთიდან ჩადის საბერძნეთის კუნძულებზე და იქიდან ბალკანეთში გადადის.    ევროკავშირის წევრი საბერძნეთი, რომელიც არ მონაწილეობდა ავსტრიის შუამავლობით შემდგარ შეთანხმებაში, ამას გულისწყრომით გამოეხმაურა, ვენიდან თავისი ელჩი გამოიწვია და განაცხადა, რომ არ გადაიქცევა ევროპის „ლიბანად“ – სახელმწიფოდ, რომელსაც ლტოლვილების ტალღა მიაწყდა, რეგიონში მწვავე კონფლიქტის ფონზე.

(c) http://www.radiotavisupleba.ge/