fbpx
კულტურასაბერძნეთი

გოგონა, რომელიც საბერძნეთში 7, 000 წლის წინ ცხოვრობდა უკვე აკროპოლის მუზეუმში

აკროპოლის მუზეუმში დღეს უკვე შეგიძლიათ იხილოთ 18 წლის გოგონას ქანდაკება, რომელიც საბერძნეთში 7, 000 წლის წინ ცხოვრობდა. ის არქეოლოგებმა ტრიკალასთან ახლოს, თეოპეტრას გამოქვაბულში აღმოაჩინეს და მისი სახის, თმისა და ტანსაცმლის რეკონსტრუქცია უკვე დასრულდა. ახლა კი ის მზადაა საკუთარი თავი გაგაცნოთ.

თქვენ შეგიძლიათ იხილოთ, ზუსტად როგორ გამოიყურებოდა ბერძნების წინაპარი, რომელიც მეზოლითის ერაში, 7, 000 წლის წინათ, თეოპეტრას ქვაბულში ცხოვრობდა. ათენის უნივერსიტეტის პროფესორმა უდიდესი ძალა და ენერგია ჩადო საქმეში, რომელიც ბერძნებისთვის საკუთარი ანტიკური სახის აღდგენას ემსახურებოდა.

ეს აღმოჩენა და მისი რეკონსტრუქცია, სავარაუდოდ, უდიდეს როლს ითამაშებს საბერძნეთის ისტორიასა და კულტურაში. აკროპოლის მუზეუმში მისი ხილვა 2018 წლის 19 იანვრიდან შეგიძლიათ.

onalem

ტესტ