fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

გოგონა, რომლის გადასარჩენად მთელი საბერძნეთი გაერთიანდა, გარდაიცვალა

8 წლის ევაგელია 1,5 წლის მანძილზე ვილმსის ეპითელურ სიმსივნეს ებრძოდა.

ბოლო თვეების მანძილზე კასტრინაკების ოჯახს ექიმები იმედებს ვერ აძლევდნენ, რის გამოც მკურნალობისთვის ინგლისში გამგზარება გადაწყვიტეს. ეს, რა თქმა უნდა, უდიდეს ხარჯებთან  იყო დაკავშირებული, რისი საშუალებაც მათ არ ჰქონდათ.

გოგონას მდგომარეობამ მთელი საბერძნეთი შეძრა და ქვეყანა მის დასახმარებლად გაერთიანდა. საბოლოო ჯამში თანხა რამდენიმე საათში შეგროვდა და კასტრინაკები ლონდონში გაემგზავრნენ.

თუმცა, ამ ყველაფერმაც არ გაამართლა და გოგონასთვის ლონდონის საავადმყოფოში გატარებული დღეები უკანასკნელი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ის გასულ ღამეს გარდაიცვალა და ოჯახს საშინელი ტკივილთან შეჯახება მოუწია.

ამ ამბავმა შოკში ჩააგდო ყველა, ვინც კი ევაგელიას ამბავი იცოდა და მისი გამოჯანმრთელების იმედი ჰქონდა.

onalem

ტესტ