fbpx
კატეგორიის გარეშე

გოგონა, რომელიც, საქართველოდან საბერძნეთში მიმავალ ავტობუსის რეისზე დაიბადა

გუშინ, ჩვენს Facebook გვერდზე, ჩვენს მკითხველებს გავაცანით ერთ-ერთი საბერძნეთში მოქმედი ამანათების გადაზიდვისა და ტურისტული ოფისის, “ნუგზარ ტურის” უფროსი, ბატონი ნუგზარი, რომელიც, აღნიშნული ოფისის სათავეში ბოლო 22 წელია.

პოსტს უამრავი კომენტარი მოყვა, თუმცა ერთ-ერთმა პოზიტიურად გაგვაოცა!

როგორც ჩანს, 22 წლის განმავლობაში, ბატონ ნუგზარის ქონია ჩვილის დაბადების შემთხვევა..მისი რეისის დროს.

მოკლედ, ჩვენ დავუკავშირდით ნინოს, რომელმაც ეს კომენტარი გააკეთა და ვთხოვეთ უფრო დეტალურად მოეყვა ეს ამბავი:

“1994 წლის ნოემბერში დედაჩემი ჩემს დებთან ერთად თბილისიდან საბერძნეთის მიმართულით, ბატონი ნუგზარის ავტობუსით მოდიოდა. მაშინ, ჯერ კიდევ ოფისი ახალი დაარსებული იყო და ბატონი ნუგზარი თვითონ ატარებდა ავტობუსს. 

ჩემმა ოჯახმა მაშინ ძალიან იწვალა ვიზაზე და გამოუვიდა კიდეც. მოგეხსენებათ, 90-იან წლებში ვიზის აღება ძალიან ძნელი იყო, შესაბამისად კი, თუ ვიზას აიღებდი, აუცილებლად უნდა წასულიყავი კიდეც, იმიტომ რომ, ეს შანსი შეიძლება აღარასოდეს გქონოდა. 

მოკლედ, დედაჩემი მაშინ, 9 თვის ორსული იყო. სულ რამოდენიმე დღეში დავიბადებოდი. მგზავრობის დროს, ნერვიულობის გამო, დედამ სამშობიალო წყლები დაღვარა და.. ჩემი დაბადების დროც მოვიდა!

არ ვიცი როგორ მოახერხა ბატონმა ნუგზარიმ და მან, საავადმყოფოში წაგვიყვანა და ბებიაქალიც კი იშოვა (მოგეხსენებათ, მაშინ თურქეთში სახლში მშობიარობდნენ და ბებიაქალის მოძებნა ძნელი იყო). 

ასე რომ, მშობიარობამ წარმატებით ჩაიარა და გავჩნდი. დღემდე, მისი დამსახურებით “სტამბულას” მეძახიან. 😀 დღემდე, როცა მხედავს ხოლმე სულ ესე მეძახის 🙂 

მერე ჩემს საბუთებზეც იწვალა. პირადად მან ჩააკრევინა ჩემი სურათი და ჩააწერინა ჩემი სახელი რამოდენიმე დოკუმენტზე.

თქვენი საიტის დახმარებით, მინდა მას პირადად მადლობა გადავუხადო. დღემდე, მისი ოფისით ვსარგებლობთ”.