fbpx
საბერძნეთი

გოგონა, რომელიც 19 აპრილს ვერტმფრენის კატასტროფას გადაურჩა

ვასილიკი პლექსიდა ის მაგალითია, რომლითაც შეიძლება დავიჯეროთ, რომ სასწაულები მართლაც ხდება.

”ეს ჩემი მეორედ დაბადებაა”, ამბობს სამხედრო გოგონა, რომელიც 19 აპრილს ვერტმფრენის ჩამოვარდნისას სასწულებრივად გადარჩა.

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს ვერტმფრენი (UH-1H)  საპატრულო შემოვლას ახორციელებდა და მასთან კონტაქტი 07:50 საათზე დაკარგეს, კოზანის ტერიტორიაზე. როგორც აღმოჩნდა, ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვასილიკი პლექსიდას მიერ დადასტურებული ინფორმაციით, ჩამოვარდნის ძირითადი მიზეზი მკვრივი ღრუბლები გახდა, მანევრირების შედეგად ის მაღალი ძაბვის ხაზს წამოედო, პილოტებმა კონტროლი დაკარგეს და კლდეს შეეჯახნენ.

ფრენისას ბორტზე 5 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან მხოლოდ 26 წლის სერჟანტ-მექანიკოსი ვასილიკი პლექსიდა გადარჩა.

წარმოუდგენელია, მაგრამ გოგონა სავარძელმა გადაარჩინა, რომელზეც ის შეჯახებისას დაჯდა და ღვედი შეიკრა. კლდესთან დაჯახებისას სავარძელი მგზავრიანად გადმოვარდა ვერტმფრენიდან და სქელ ბუჩქებში ჩავარდა, სწორედ ამ ყველაფერმა იხსნა ვასილიკი სიკვდილისგან. მას მენჯის დაზიანება და მრავალი ნაკაწრი აქვს.

ვერტმფრენმა, რომლიდანაც პლექსიდა გადმოვარდა, კლდეს დაეჯახა და 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხპვერპლა.

ვასილიკი მაშველებს ელოდებოდა და შოკურ მდგომარეობაში იყო. ის სამხედრო საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნით ინციდენტის ყველა დეტალის გამოძიება მოხდება.

onalem

ტესტ