fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

გლიფადის მერია გარეუბანში მანიაკების მოძრაობის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს

გლიფადის მერის მოადგილე, ანასტასია პატერაკი სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე შემაშფოთებელ განცხადებას ავრცელებს.

ის გლიფადის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს აფრთხილებს, რომ გარეუბანში მოძრაობს ორი მამაკაცი თეთრი ფურგონით. ისინი საეჭვო პირებად არიან მიჩნეული, ვინაიდან ახალგაზრდა გოგონებს ედევნებიან და ავიწროვებენ.

მისივე ინფორმაციით, მამაკაცებიც ახალგაზრდები არიან.

მისი განცხადების საფუძველზე, საქმე პოლიციის ადგილობრივ დეპარტამენტში გადაიგზავნა.

შესაბამისად, დაცვის პოლიცია გლიფადაში პატრულირებს სკოლებთან და სხვადასხვა დაწესებულებებთან, სადაც ახალგაზრდები განსაკუთრებით ხშირად მოძრაობენ.

onalem

ტესტ