fbpx
საბერძნეთი

გლიფადის ცენტრში მძღოლი საკუთარ მანქანაში დაიწვა

ტელეკომპანია ANT1-ის ინფორმაციით, დღეს გლიფადის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში მანქანას უეცრად ცეცხლი გაუჩნდა, მძღოლმა კი გადმოსვლა ვერ შეძლო.

სახანძრო ბრიგადების განმარტებით, შიგნით მყოფი ადამიანის პოვნა მას შემდეგ მოხერხდა, რაც ცეცხლი ჩააქრეს. ხანძარს 6 მაშველი ორი სახანძრო მანქანით ებრძოდა.

ინციდენტი პალმირასა და ზეპუს ქუჩების კვეთაზე მოხდა.

როგორც ცნობილია, ცხედარი იმდენად არის დამწვარი, რომ ჯერჯერობით ვერ ხერხდება მსხვეპლის სქესის დადგენაც კი.

ამ დრომდე უცნობია, თუ რის გამო გაჩნდა ცეცხლი მანქანაში. სახანძრო გამვლელმა გამოიძახა, რომელიც მომხდარს შეესწრო.

onalem

ტესტ