fbpx
კრიმინალი

გლიფადა: ქურდობისთვის დაკავებული 4 ქალბატონი

პოლიციამ 17, 26, 27 და 34 წლის, ქურდობაში ეჭვმიტანილი ქალბატონები დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველები სახლებში ცენტრალური კარიდან შედიოდნენ. მათი ქმედება ერთ-ერთმა სახლის პატრონმა შენიშნა და დაუყოვნებლივ შეატყობინა პოლიციას.

გამოძიების შედეგად, რომელიც გლიფადას პოლიციის დეპარტამენტმა ჩაატარა, დადგინდა, რომ მძარცველები, ამ საქმიანობით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იყვნენ დაკავებულები. სახლებიდან ისინი ფულს და ძვირფასეულობას იპარავდნენ.

მთლიანობაში, 4 საქმე დაუკავშირდა ამ ქალბატონების სახელს გლიფადაში.

დაკავებულები ათენის პროკურატურაში მიიყვანეს. პროკურორმა კი, ისინი, გამომძიებელს გადასცა.

onalem

ტესტ