fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

გლიფადა: მამაკაცმა ავტომობილი პირდაპირ ტრამვაის რელსებზე გააჩერა, რათა ბანკომატიდან ფული გამოეტანა

უცნაური შემთხვევა გლიფადაში მოხდა. მამაკაცმა საკუთარი ავტომობილი პირდაპირ ტრამვაის რელსებზე გააჩერა, “ავარიული” სიგნალები ჩართო და მანქანიდან გადავიდა, რათა ბანკომატიდან ფული გამოეტანა. ზუსტად ამ დროს, ტრამვაი გაჩერებულ ავტომობილს მიადგა და იძულებული გახდა შეჩერებულიყო. ამ “ჯენტლმენს” აშკარად არ აინტერესებდა საკუთარი თანამემამულეები ან თავისი ქმედებით ვინმეს საფრთხეს შეუქმნიდა თუ არა, იგი მანქანიდან თავისი “საქმის გასაკეთებლად” გადმოვიდა.

ტრამვაის მძღოლი იძულებული გახდა დაეცადა მამაკაცისთვის, სანამ იგი თავის საქმეს დაასრულებდა და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო გზის გაგრძელება. გასაოცარი ის იყო, რომ მანქანის მძღოლი საკმაოდ პროვოკაციული ჩანდა, რადგან ავტომობილში ჩაჯდომისას ტრამვაის მესაჭეს ასე დაუყვირა: “ნუ ჩქარობ, ნუ ჩქარობ”!

გთავაზობთ შემთხვევის ამსახველ კადრებს, რომელიც notia.gr-ის მიერ გამოქვეყნდა:

onalem

ტესტ