“გიროს” ტრადიციული ბერძნული კერძის სახელი ოფიციალურად მიენიჭება

ბერძნები უდიდესი კულტურითა და ეგზოტიკური კუნძულებით დიდი ხანია თავს იწონებენ, მიუხედავად იმისა, რომ მეზობელი ქვეყნები ხშირად ცდილობენ თავისთვის მიიწერონ ბერძნული გადმონაშთები. ალბათ, სწორედ ამან განაპირობა, რომ ტრადიციულ კერძ “გიროს” ოფიციალურად მიენიჭება სერტიფიკატი, რომელიც მის ავთენტურობას დაადასტურებს.

საბერძნეთის სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე დაასრულა საჭირო საბუთების შეგროვება და სერტიფიცირების პროცესის დაწყება მხოლოდ დროის ამბავია.

აღნიშნული დოკუმენტი უზრუნველყოფს გარანტიას, რომ “გირო” მზადდება მხოლოდ ტრადიციული განსაკუთრებული ინგრედიენტებისგან და განსაკუთრებული რეცეპტით, რომელიც დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა.

“გიროს” სერტიფიცირების პროცესი 2019 წელს დაიწყება და პროცესი დაახლოებით ორ თვეში დასრულდება.

melano

ტესტ