გიორგოს ვაკაკისის ტრაგიკული ავარია: ექსპერტების ახალი დასკვნები

ΕΘΝΟΣ ექსპერტების მიერ მიღებულ ახალ შედეგებს ავრცელებს, რომლებიც ათენი-ლამიას გზატკეცილზე მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და საშინელი ავარიის მიზეზების მრავალგვარობაზე მეტყველებს.

გამოძიებას ამ დროის მანძილზე ატარებდა საგზაო პოლიცია, სახანძრო დეპარტამენტი და ექსპერტები, გრიგორის მიხალოპულოსი და გიორგოს ხარონიტისი.

მათი განცხადებით, Porsche-ს მძღოლი, ცნობილი ბიზნესმენის, Jumbo-ს მფლობელის ვაჟი, გიორგოს ვაკაკისი მანქანას 320 კმ/სთ სიჩქარით მართავდა. მან საჭეზე კონტროლი დაკარგა და გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა. ექსპერტების თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ავარიის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი საბურავები იყო, არასწორია. მეორე ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ვაკაკისმა საჭეზე კონტროლი მაშინ დაკარგა, როცა მეორე მანქანის გადასწრებას ცდილობდა.

როცა ვაკაკისი მანქანას დაეჯახა, რომელშიც ქალი და სამი წლის ბავშვი იჯდა, ორივე ავტომობილი შუაზე გადაიჭრა, ხოლო მოტორი 85 მეტრზე გადავარდა.

ΑΠΟΚΛΕΙΣΤΙΚΟ. Το Έθνος αποκαλύπτει σήμερα το πόρισµα για το δυστύχηµα που συγκλόνισε τη χώρα την Κυριακή 26 Φεβρουαρίου 2017. Βίντεο ντοκουμέντο

Publié par ethnos.gr sur vendredi 22 septembre 2017

ΑΠΟΚΛΕΙΣΤΙΚΟ. Το Έθνος αποκαλύπτει σήμερα το πόρισµα για το δυστύχηµα που συγκλόνισε τη χώρα την Κυριακή 26 Φεβρουαρίου 2017. Βίντεο ντοκουμέντο

Publié par ethnos.gr sur vendredi 22 septembre 2017