fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“გიორგო ლიაგას, უნიჭო, უქარიზმო და მოძველებული კაცი ხარ” – მარო ლიტრა

სკანდალი მარო ლიტრასა და გიორგოს ლიაგასთან დაკავშირებით მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილმა მომღერალმა, რომელიც კანადაში მოღვაწეობს, ლიაგა სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა. ქალი ხაზს უსვამს, რომ ეს იმ პერიოდში მოხდა, როდესაც ის საბერძნეთში იმყოფებოდა.

ბერძენმა ტელეწამყვანმა ბრალდებაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ლიტრას, ალბათ, ახალი სიმღერის გაყიდვა სურდა და ასეთ განცხადებებს ამიტომ აკეთებდა.

ლიტრამ სოციალური ქსელის გვერდზე კიდევ უფრო სკანდალური სტატუსი მიუძღვნა ლიაგას, რომელშიც უამრავი შეურაცხმყოფელი სიტყვა გამოიყენა:

“ლიაგა, ვინ ხარ, საერთოდ რატომ ხარ ტელევიზიაში. შენ მ***ერი ჟურნალისტი და უქარიზმო, უნიჭო და მოძველებული კაცი ხარ. ცნობილი დილის გადაცემებში ხალხის შეურაცხყოფით გახდი. შენი ღამის შოუ კი ამერიკული შოუების იაფფასიანი იმიტაციაა. არც მხიარული ხარ, არც ქარიზმატული და შენი შეკითხვებიც ისეთივე მოძველებულია, როგორიც შენ. იმდენად არაფერი ხარ, რომ რაღაცად სხვებზე ლაპარაკით იქეცი. მე არაფერს ვყიდი და ვიცი, მე ერთადერთი არ ვყოფილვარ და ასე ბევრს მოექეცი, მე ჩემი უფლებებისთვის ვიბრძვი. ამიტომ ლიაგა, მოკეტე შენი გაუნათლებელი პირი იმიტომ, რომ მე ვთქვი, რომ როცა ეს მოხდა, საბერძნეთში ვიყავი, ახლა კი კანადაში ვარ.”

onalem

ტესტ