გიორგი მარგველაშვილი დღეს საღამოს ათენს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, საბერძნეთის პრეზიდენტის, პროკოპის პავლოპულოს მოწვევით, დღეს, საღამოს საათებში ათენს ეწვევა.

ხვალ კი, 8 თებერვალს, დილის 10:15 სთ-ზე, სინდაგმაზე უცნობი ჯარისკაცის ძეგლს გვირგვინით შეამკობს.

3 დღის მანძილზე, გიორგი მარგველაშვილი გამართავს შეხვედრებს საბერძნეთის პრეზიდენტთან, პროკოპის პავლოპულოსთან, საბერძნეთის პრემიერ მინისტრთან, ალექსის ციპრასთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან, ნიკოს ვუცისთან.